დღეს, 16 სექტემბერს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო და აღმზრდელობითი წელი დაიწყო. საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები შვილების ბაღში მისვლის პირველ კადრებს გამომწერებს სოციალურ ქსელებში უზიარებენ.
ბაღში მივიდნენ მსახიობ გიორგი ყიფშიძის უსაყვარლესი შვილები – ლუნა და კოსმოც. საბავშვო ბაღში მისვლისა და საზეიმო დახვედრის კადრებს გიორგი ყიფშიძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:
„ბაღში მოვედით, დღეს პირველი დღე არის, ნახეთ რა ხდება, ჩემო საყვარელო“, – მიმართავს გიორგი ყიფშიძე შვილებს ვიდეოში.