კანის სტუმრებს ამიერიდან კინოკოქტეილის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ცნობილმა ბარმენმა ემანუელე ბალესტრამ გადაწყვიტა, რომ დამსახურებული პატივი კინოსამყაროსთვისაც მიეგო და საინტერესო სასმელი შექმნა.
შეგახსენებთ, რომ პოპულარული კოქტეილები – „საუზმე ტიფანისთან“, „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ თუ „დიდი გეთსბი“ სწორედ ემანუელეს შემოქმედებაა.
ალბათ ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ კანში უამრავი ეგზოტიკური მცენარე ხარობს და ბარმენმაც ახალი სასმელი სწორედ მათი გამოყენებით შექმნა.
საინტერესო კოქტეილის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა თუკი გავითვალისწინებთ ემანუელეს წინა ქმნილებების ღირებულებას, ის სავარაუდოდ ათეულობით ევრო ეღირება.