LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: მე ბევრ რამეს ავიტან, ამიტანია და მომავალშიც ავიტან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს

128
გიორგი გახარია

ქვეყანას და სახელმწიფოს თუ დაჭირდა, ქარტიას მოვაწერთ ხელს, არ იქნება ეს პრობლემა, უბრალოდ, ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გახარია აღნიშნავს, როცა არის შესაძლებლობა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთდროულად დამარცხდეს, მზად არის ყველაფერი აიტანოს.

„მახსოვს, რომ მეძახდნენ „თვალთხარიასაც“, მოღალატესაც, რუსეთის კაცსაც. სამწუხაროდ დღევანდელი „ოცნების“ წევრების მეძახიან „თვალთხარიას“. „ოცნების“ ნარატივია, რომ გახარია ხაზარაძეს თაღლითს ეძახდაო. ეს საერთოდ ჩემი ლექსიკა არ არის. ბევრი რამ მითქვამს, მატყუარა მითქვამს, მითქვამს, რომ ქვეყანაში პრივილეგირებული ბიზნესმენები არ უნდა იყვნენ, დღესაც ასე ვთვლი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი და როდესაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ ერთი არჩევნების პირობებში შევძლოთ, რომ ერთდროულად დავამარცხოთ „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, რა თქმა უნდა, მე ბევრ რამეს ავიტან, ამიტანია და მომავალშიც ავიტან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს. თუ ამაში ვინმე ცუდს ხედავთ ან დამძრახავთ, მივიღებ ამასაც.

ქართულ ქარტიას, მის დიდ ნაწილს ჩვენ მხარს ვუჭერთ. კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს, რომ მხარს ვუჭერთ ქარტიის რეფორმების დღის წესრიგს. ქვეყანას და სახელმწიფოს თუ დაჭირდა, ქარტიას მოვაწერთ ხელს, არ იქნება ეს პრობლემა, უბრალოდ, ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ქარტიას, როგორც ასეთს, მის სულისკვეთებას მხარი უნდა დავუჭიროთ და ვუჭერთ ისევე, როგორც ქალბატონ პრეზიდენტის ძალისხმევას” – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები