LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ჰადსონი სადღესასწაულო ალბომს აანონსებს

118
jennifer-hudson-gift-of-love-tgj

ჯენიფერ ჰადსონმა ახალი დისკი დააანონსა. ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მომღერალი 10 წლიანი პაუზის შემდეგ, მეოთხე და კარიერაში პირველ საშობაო სტუდიურ ალბომს – The Gift of Love გამოუშვებს. ფირფიტა, რომელშიც სადღესასწაულო სიმღერები შევა, დღის სინათლეს, 18 ოქტომბერს იხილავს.

ჯეი ჰადის ინფორმაციით, კრებულის მხარდასაჭერად ის ლიმიტირებულ ტურნესაც – The Gift of Love: An Intimate Live Experience გამართავს. საკულტო არტისტი ნოემბერსა და დეკემბერში, ბრუკლინში, ჩიკაგოში, ლოს ანჯელესსა და ლას-ვეგასში იმღერებს.

ცნობისთვის, 26 აპრილს, ჯენიფერ ჰადსონის მონაწილეობით სამეცნიერო ფანტასტიკის თრილერი – Breathe გამოვიდა, რომელშიც მას პარტნიორობას მისი ბოიფრენდი, Common, მილა იოვოვიჩი და სემ უორტინგტონი უწევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები