LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: „არ მესმის, რატომ აპოლიტიკურებით ამ შემზარავ მკვლელობას! დარწმუნებული ვარ დამნაშავე, კანონის სრული დაცვით, მკაცრად დაისჯება!“

401
ზურა ხაჩიძე, კესარია აბრამიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ მისთვის გაუგებარია მომხდარი მკვლელობის პოლიტიზება.

„ღმერთმა მიუტევოს ამქვეყნიური ცოდვები და გაანათლოს იმ ქვეყანაში! ამინ

არ მესმის, რატომ აპოლიტიკურებით ამ შემზარავ მკვლელობას!

დარწმუნებული ვარ დამნაშავე, კანონის სრული დაცვით, მკაცრად დაისჯება!“, – წერს ზურა ხაჩიძე.

„იქნებ დაფიქრდნენ ის ადამიანები ვინც ამხელა ზიზღს თესავს, რით არიან მათზე უკეთესები, იქნებ ღმერთი გცდით! შეუძლებელია ამხელა ზიზღში არსებობა! კესარია, რომელსაც არავისთვის არაფერი უვნია, საკუთარი თავი თავად შექმნა, ვისი შვილია?! ღმერთმა გააჩინა ასეთი!“ – ნათია ბანძელაძე

ვიდეო: „ეჭვიანობის მომენტებიც იყო, ხმამაღალი საუბარი, რასაც მე შევესწარი, შეურაცხყოფა, მუქარები…“ – რას ამბობენ მოკლული კესარია აბრამიძის მეზობლები

აბრამიძის მეზობლები მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ტრანსგენდერი ქალის მეზობლები ეჭვიანობას ასახელებენ.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას“ – სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. კესარია აბრამიძეს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ის გუშინ საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული.

ნინო წილოსანი: „ძალიან მიმძიმს მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი… კესარია სავარაუდოდ საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი და ბოლოს, ეს ისტორიაც ასე სავალალოდ დასრულდა… თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g