LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი მინოუგმა ახალი ალბომი და ტურნე დააანონსა

174
1690543917_Kylie-Minogue-annonce

კაილი მინოუგმა მეთექვსმეტე სტუდიური ალბომის – Tension გამოსვლიდან, 1 წლის თავზე, მისი გაგრძელება დააანონსა. ცნობილი გახდა, რომ 18 ოქტომბერს, ავსტრალიელი არტისტი მეჩვიდმეტე დისკს – Tension II გამოუშვებს.

წინამორბედი ფირფიტის სიქუელში, 9 დამატებითი სიმღერა შევა, რომელთაგან ლიდ სინგლი – Lights, Camera Action, 27 სექტემბერს დარელიზდება. ლონგფლეიში ასევე საკულტო მუსიკოსის ბოლოდროინდელ კოლაბორაციებსაც მოვისმენთ, რომლებიც მან არაერთ შემსრულებელთან, მათ შორის სიასთან, ბიბი რექსასთან და Tove Lo-სთან თანამშრომლობით შექმნა.

55 წლის მომღერალმა Tension Tour-იც დაანონსა, რომლითაც აზიას, ოკეანეთსა და ევროპაში იმოგზაურებს. იმღერებს თუ არა ის ამერიკის მასშტაბით, ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ მას 2019 წლის შემდეგ, ტურნე არ გაუმართავს.

შეგახსენებთ, რომ კაილი მინოუგმა მეთექვსმეტე სტუდიური ალბომი – Tension, 2023 წლის 22 სექტემბერს გამოუშვა. დისკის ლიდ სინგლით – Padam Padam, მან 20 წლის შემდეგ, კარიერაში მეორედ, ,,გრემი” მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები