LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალი, რომელმაც შეცვალა ერის მენტალიტეტი, რომლისგანაც პირველად გავიგეთ სიტყვა „ტრანსგენდერი“… ვერ წარმოიდგენთ, როგორ მტკივა გული, ვუყურებ მის ფოტოებს და ვერ ვიჯერებ, რომ ეს მებრძოლი და მართლა გამორჩეული ადამიანი აღარ არის!“ – გურამ შეროზია

410
Untitled design

„ქალი, რომელმაც შეცვალა ერის მენტალიტეტი, რომლისგანაც პირველად გავიგეთ სიტყვა „ტრანსგენდერი“, რომლის სილამაზეც ყველაზე ბნელმა ჰომოფობებმაც აღიარეს და მიიღეს… და რამდენ ადამიანს გაუმარტივდა ცხოვრება ამის შემდეგ, რამდენმა მოახდინა ღიად აფიშირება საკუთარი იდენტობის, მიიღეს ოჯახებმა, მრავალი სხვა!“, – ამის შესახებ გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს.

„გოგო, რომელმაც ამდენი იბრძოლა ბედნიერებისთვის, წარმატებისთვის, მიაღწია იმას, რაც ყველაზე მიუწვდომელი და წარმოუდგენელი იყო ამ ქვეყანაში, ამ ადამიანებისთვის – თავისუფლებას! ამდენი რამე აიტანა, ამდენი ტალახი, უმიზეზო ნეგატივი ადამიანებისგან და მაინც ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ!

ვერ წარმოიდგენთ, როგორ მტკივა გული, ვუყურებ უამრავ ფეიჯზე დადებულ მის ფოტოებს და ვერ ვიჯერებ, რომ ეს მებრძოლი და მართლა გამორჩეული ადამიანი აღარ არის!

და როგორ მჯეროდა, რომ ის მაინც გაარღვევდა იმ მოჯადოებულ წრეს და დაწერდა ახალ და ბედნიერ ისტორიას, სადაც ტრანსგენდერი ქალები ასე არ ასრულებენ სიცოცხლეს… 😞

რატომ, რატომ, რატომ?!!! 💔“, – წერს გურამ შეროზია.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა

ვიდეო: კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს – კადრები სასამართლო პროცესიდან

„ღვთისმშობლის ხატთან კესარია იდგა, ტკივილით და სინანულით სავსე… მანამდე და არც მერე მსგავსი სინანული არავისგან მიგრძვნია… დანარჩენი ღმერთმა იცის“ – რა ისტორიას იხსენებს პეტრე კოლხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g