მაია ასათიანი მოკლულ კესარია აბრამიძესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს:
„გადაღება გვქონდა თბილისის ერთ, ძალიან პრესტიჟულ კაფეში. რადგან „პროფილი“ ცნობილი გადაცემა იყო, გადაღებაზე სიხარულით დაგვთანხმდნენ. როდესად დაინახეს კესო, ჩვენი გადამღები ჯგუფი უშვერი სიტყვებით გამოაგდეს კაფედან. მათ არ უნდოდათ, რომ ტრანსგენდერი ქალი მათ ტერიტორიაზე შესულიყო. მე რადგან ჟურნალისტი ვარ, გადავწყვიტე ეს კადრები გამესაჯაროვებინა, რაზეც კესარიამ მთხოვა, რომ ეს არ გამეკეთებინა. კესოს არ უნდოდა, რომ მის ტრანსგენდერობაზე რამე უარყოფითი თქმულიყო. ის ყველაფერს პოზიტიურად უყურებდა და პატარა ქალური დეტალებიც როგორ აბედნიერებდა. კესოსნაირი ადამიანები, მმართველმა პარტიამ კანონგარეშედ გამოაცხადა“, – საუბრობს მაია ასათიანი.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.