„ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა მოგვიწევს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა კათოლიკური ასოციაცია Sant’Egidio-ს მიერ ორგანიზებულ „შეხვედრაზე მშვიდობისთვის“.
„მოგვიწევს ევროპისთვის ახალი ორგანიზაციის ფორმაზე მსჯელობა და რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვა. წარმოსახვის უნარი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვიფიქროთ ხვალინდელ მშვიდობაზე, ახალი ფორმით მშვიდობაზე ევროპაში“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონი ასევე ახალი საერთაშორისო წესრიგის აშენების მოწოდებით გამოვიდა, რადგან, მისი აზრით, „დღევანდელი სისტემა არასრული და უსამართლოა, რადგან დღეს არსებული ბევრი ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა, როდესაც ადგილები ნაწილდებოდა“.