LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გარდაცვალებამდე 20 წუთით ადრე ვესაუბრე – ღრუბლებში ვარო, ეს იყო მისი ბოლო სიტყვები“ – რას იხსენებს საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს გარდაცვლილი ოპერატორის, მიშო ბიძინაშვილის მეუღლე

511
მიშო ბიძინაშვილი

2023 წლის 7 თებერვალს, სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს გარდაცვლილი ოპერატორი, მიშო ბიძინაშვილი კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს თვალის“ ნომინაციის „სარისკო კადრის“ გამარჯვებული გახდა.

„იმედის კვირის“ გადაცემის ოპერატორს, გადაცემამ მიუძღვნა ვრცელი, ემოციური სიუჟეტი, რომელშიც მიშო ბიძინაშვილის მეუღლე, მეგობრები და კოლეგები მის შესახებ საუბრობენ და მიშოსთან ბოლო საუბარს იხსენებენ:

„წავალ, მე გავფრინდები შერეკილებივითო.. სანამ იფრინეს სულ კონტაქტზე იყვნენ, მშვიდად ვართო… მერე, ზარი გადიოდა და არ გვპასუხობდა..“ – მეგობრები და კოლეგები მიშო ბიძინაშვილთან გატარებულ უკანასკნელ წუთებს იხსენებენ

„აფრინდა და ზღვის ხედი გამომიგზავნა, მერე ღრუბლებიდან… როდესაც ბოლოს მოვიკითხე, ალბათ გარდაცვალებამდე 20 წუთით ადრე, ვისაუბრეთ, ვკითხე, მიშო, ხომ კომფორტულად გრძნობ თავს? როგორ ხარ? „კარგად ვარ ნინ, ღრუბლებში ვარ“ – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები“, – ამბობს მიშო ბიძინაშვილის მეუღლე.

„ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო ერთი გაღიმებით, სიკეთისფერი ადამიანი იყო და ბედნიერება მოჰქონდა.. ჩვენ ისევ ვიპოვით ერთმანეთს!“ – ასურეთთან გარდაცვლილი მიშო ბიძინაშვილის მეუღლის ემოციური სტატუსი

მიშო – ოქროს თვალი

მიშო – ოქროს თვალი ▪️სევდიანი და საამაყო დღე „იმედის კვირისთვის“ – ჩვენმა მიშომ ნომინაციაში „სარისკო კადრი“ გაიმარჯვა #იმედისკვირა

Posted by იმედის კვირა on კვირა, 22 სექტემბერი, 2024

კადრები, რომლებიც უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღეს: „ავფრინ­დით 08:30 სა­ათ­ზე. ვუ­მა­ტებთ სი­მაღ­ლეს“ – საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას „სქაი თრეველის“ დამფუძნებელი ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g