LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ეთერ ლიპარტელიანის რთული გზა წარმატებამდე: „ბიძამ წამომიყვანა თბილისში. 10 წლის ასაკში რუსთავიდან დავდიოდი თბილისში ვარჯიშებზე, მშობლებთან ერთად არ ვიზრდებოდი, არც დედმამიშვილებთან…“

215
ეთერ ლიპარტელიანი

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი „პრაიმშოუში“ საუბრობს, როგორ აირჩია თავისი სპორტული გზა პატარა ასაკიდან:

„დავიწყე რვა წლის ასაკში… რა თქმა უნდა, იმ იმედით და ოცნებით, რომ ოლიმპიადაზე მოვიპოვებდი უმაღლესი სინჯის მედლებს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. არ დავნებდები და შევეცდები მომავალ ოლიმპიადაზე…

ბავშვობიდან ძალიან ცელქი ვიყავი. ჩემთან ახლოს იყო დარბაზი და სულ მინდოდა ძიუდოზე სიარული. ერთ დღესაც გადავწყვიტე… ძალიან რთული გზა გავიარე. ათი წლის ასაკში მომიწია თბილისში წამოსვლამ, რადგან ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობდი. ბიძამ წამომიყვანა თბილისში. 10 წლის ასაკში რუსთავიდან დავდიოდი თბილისში ვარჯიშებზე, მშობლებთან ერთად არ ვიზრდებოდი, არც დედმამიშვილებთან… რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. არ ვნებდებოდი კარგი შედეგის იმედით… ვფიქრობ, ოლიმპიადაზე კარგად ვიასპარეზე, თავდაუზოგავად ვიშრომე, ცოტა იღბლისა და ფსიქოლოგიის საქმეა, შევეცდები, სამომავლოდ ეს ყველაფერი გამოვასწორო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g