LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან გამიჭირდა შვილისთვის თქმა… ვცდილობდი, მაგარი გოგო მეთამაშა, მაგრამ შვილთან ვერ ითამაშებ“ – ხათუნა სამნიძე საკუთარ დიაგნოზსა და სირთულეებზე

186
2024-09-24_00-08-48_648619

პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე გადაცემის „მხოლოდ ლელასთან“ სტუმარია, რომლის ეთერში საკუთარ დიაგნოზსა და განვლილ სირთულეებზე ღიად საუბრობს:

„ყველაზე რთული იყო შვილისთვის თქმა, ძალიან გამიჭირდა. ვცდილობდი, მაგარი გოგო მეთამაშა, მაგრამ შვილთან ვერასდროს ითამაშებ. ვნატრობდი რომ ასეთ დროს დედა ცოცხალი ყოფილიყო. ერთად ვიტირეთ, თუმცა ის უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი და მეუბნებოდა, შენ არაფერი მოგივა, გადარჩებიო. მერე თითქოს ამაში მეც დამარწმუნა, იმდენად თავდაჯერებული იყო“, – საუბრობს ხათუნა სამნიძე.

ცნობისთვის, რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, დეპუტატი ხათუნა სამნიძე საქართველოში გამოჯანმრთელებული დაბრუნდა. მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, შემდეგ საქართველოში ოპერაცია გაუკეთეს, მერე კი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მეგობართან ცხოვრობდა და ქიმიოთერაპია გაიკეთა.

ვიდეო: „ძალიან გაბრაზებული ვიყავი, საკუთარ თავს ხმით ვტიროდი, სიკვდილის შემეშინდა.. გერმანიაში მითხრეს: სიკვდილზე ფიქრობ და შეწყვიტეო“ – ხათუნა სამნიძე მძიმე დიაგნოზთან ბრძოლის გზას იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g