მოდელი ნეკა დოროყაშვილი, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ემოციური ტექსტით ეხმაურება:
„კესო იყო ადამიანი , რომელიც მუდამ გულისხმიერებით გამოირჩეოდა, არასდროს დამავიწყდება. როცა ყველაზე რთულ მდგომარეობაში ვიყავი, მითხრა: „ნეკ შენ ხარ ყველაზე ლამაზი, არ დაიკარგო, სახეს მოუფრთხილდი, ბევრს ნუ იტირებ ნაოჭები გაგიჩნდებაო“. მისი სიტყვები ჩემთვის დიდ მნიშვნელობას ატარებდა და ყოველთვის შემახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი მხარდაჭერა იმ დროს ჩემთვის.
მადლობა, კესო, იყავი ჩემს გვერდით და იმედს მაძლევდი მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. გვიყვარხარ და მუდამ გიხსენიებთ შენი სიკეთითა და სიყვარულით.
ნანუკა, ყველაზე გამაგიჟებელი იყო ჩემთვის ის ფაქტი , რომ დაკრძალვამდე რამდენიმე სააათით ადრე (გამთენიას) დამესიზმრა სიზმარში, „მივფრინავ სინათლეში არ წამოხვალო?“. ეს თქვა დამემშვიდობა და აფრინდა მართალია წესი არ აუგეს მაგრამ კესომ იცოდა რომ სამოთხეში მიფრინავდა“, – წერს ნეკა დოროყაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტის კომენტარებში.
„ჯაიანს ეკუთვნის წესის აგება, როცა გადავა მარადისობაში“? – დედა სიდონია
ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი, ბექა ჯაიანია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
პროკურატურის ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა აქვს მიყენებული. აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.