„შვილის“ ახალ ეპიზოდში რადიო „თავისუფლებას“ ნინო ქათამაძემ თავისი ბავშვობის სოფელი აჩვენა და უამბო მამაზე, რომელიც ამ ზაფხულს გარდაიცვალა:
„როგორი შეცვლილია ყველაფერი. თითქოს სავსე იყო. ახლა კი ბევრი ცარიელი ადგილია, ისევე, როგორც შიგნით… ბავშვობაში ჩავიცვამდით, აქ დავსხდებოდით და პიტნას ვყიდდით. მუშტარიც გვყავდა. შემდეგი ეტაპი იყო ყავაზე მკითხაობა. მეშვიდე-მერვე კლასში რომ ვიყავი, დიდ ქალბატონებთან ურთიერთობა მინდოდა და მოვიტყუე,. რომ მკითხაობა ვიცოდი და გახეთქილი ვიყავი ყავის სმით…“