LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო დავითიანი: „პირდაპირ მამასთან მაინც ვერ ვბედავდი ამ თემაზე საუბარს, მადლობა ღმერთს, მამა დაოჯახდა და ძალიან მიხარია… ეკა ძალიან მხიარული გოგონაა და ძალიან ზრუნავს გიაზე…“

649
ნინო დავითიანი

მომღერალი ნინო დავითიანი მამის, გიას შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ გულწრფელად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ძალიან უნდოდა, მამა პირად ცხოვრებაში ბედნიერი ყოფილიყო:

„დედაჩემი სანამ გარდაიცვლებოდა, ანუ, როცა უკვე ცუდად იყო, მომავალზე შიშით ვფიქრობდი. მარტო დედაჩემის გამო არ განვიცდიდი, მის დაკარგვასთან ერთად, მამაჩემის სიმარტოვეც მაშინებდა. ამაზე ძალიან ვდარდობდი. მერე, როცა დედა გარდაიცვალა, სულ ვცდილობდი, ბებოსთან ამ თემაზე დამეწყო საუბარი. ასეც მოვიქეცი და საკმაოდ მალე, ბებოს გავუხსენი გული, ვუთხარი, ღვთის წყალობით, თუ მართლა ვინმეს შეხვდება, ჩვენ გვერდით დავუდგებით-მეთქი. პირდაპირ მამასთან მაინც ვერ ვბედავდი ამ თემაზე საუბარს, მადლობა ღმერთს, მამა მართლაც დაოჯახდა და ძალიან მიხარია. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეკა ძალიან მხიარული გოგონაა, ფაქტობრივად, გოგონაა და ძალიან ზრუნავს გიაზე. ჩემთვის მთავარი მამაჩემის ბედნიერებაა და მისი არჩევანი პატივსაცემია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g