საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა.
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ გორში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„მტერს, რომელმაც გადაწყვიტა ჩააბაროს პუტინს ის ქვეყანა, რომელიც არასდროს არ გატეხილა, იმ მტერს მშვიდობიანად, ძლიერად გავუშვებთ ისტორიის იმ მხარეს, სადაც ისინი დადგნენ, ანუ წარსულში.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს ბრძოლა იწყება და უკვე მიმდინარებს ყველა ქართველის გულში, ყველა პატრიოტის გულში. ეს ბრძოლა ყველა ადამიანს აყენებს გარკვეულ ადგილას, გარკვეული მიმართულებით. როგორც არის ბრძოლაში, როცა შენ უნდა იცოდე, სად დგახარ და ვისთან ერთად მოიპოვებ გამარჯვებას. დღეს საქართველო გაიყო პატრიოტებად და იმ ადამიანებად, ვისაც აღარსად მიესვლებათ და არცერთ ცივილიზებულ კარს მათ არ გაუღებენ. ჩემი ადგილი როგორც ერეთი ქართველის, რომელსაც მინდა, რომ სამშობლოს ვემსახურო, არის აქ, ამ გაერთიანებაში“- თქვა მარგველაშვილმა.