LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთმა შექმნა უპილოტო დრონი, რომელსაც ტყის ხანძრების პოვნა შეუძლია

139
ფინეთმა შექმნა უპილოტო დრონი, რომელსაც ტყის ხანძრების პოვნა შეუძლია

ფინეთში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნეს დრონი, რომელსაც ტყის ხანძრების პოვნა და მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლა შეუძლია. სიახლის შესახებ The Mayor წერს.

ხელოვნური ინტელექტის მქონე ავტონომიური უპილოტო ჭკვიანი კამერებითაა აღჭურვილი და დამოუკიდებლად შეუძლია ცეცხლისა და დაკვამლიანების აღმოჩენა, შემდეგ ხანძრის ადგილიდან ფოტოების სახანძრო-ავარიულ სამსახურისთვის გადაგზავნა. გარდა ამისა, გამოსახულება იგზავნება კოსმოსურ სერვერზეც და იქ რუკებად გარდაიქმნება.

ხელოვნურ ინტელექტს ასწავლეს ტყის ხანძრების გავრცელების პროგნოზირებაც და ამას ტექნოლოგია ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს.

დრონებს შეუძლიათ მუშაობა ისეთ ადგილებშიც, სადაც ინტერნეტის ხარისხი არც თუ ისე კარგია.

ფინური კანონმდებლობის მიხედვით ავტონომიური დრონების გაშვება ქვეყანაში აკრძალულია. თუმცა, პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ კანონმდებლები ამ შეზღუდვას შეამსუბუქებენ და დრონები მონიტორინგს უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები