„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ მსახიობებმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებელს სიტყვით მიმართეს და ბოდიში მოუხადეს იმ სამხედროების ოჯახებს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპნენ.
„ჩვენს ქვეყანას ჰყავს გმირები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის სიცოცხლე გაწირეს და მათმა ოჯახის წევრებმა ამ დღეების განმავლობაში მიიღეს უდიდესი შეურაცხყოფა და ეს ძალიან მტკივნეულია. მტკივნეულია ჩვენთვის, მაგრამ ასმაგად მათთვის. ჩვენ გვინდა ბოდიში მოვუხადოთ მათ ოჯახებს, გმირებს და ვუთხრათ ოჯახებს, რომ ისინი ამ ტკივილში მარტო არ არიან“ – განაცხადა კახა კინწურაშვილმა.