მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი – Peel აუქციონზე გაიყიდება. ავტომწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც კუნძულ მენზე მდებარეობს, მოდელ P50-ის შექმნით მთელი მსოფლიო გააოცა და ამასთან ერთად გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. თუმცა, Peel-ის ინჟინერები მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ და მოგვიანებით კიდევ უფრო კომპაქტური მოდელი – Trident შექმნეს. აუქციონზეც სწორედ ეს ავტომობილი გაიყდება.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ავტომობილს არეკლამებდნენ, როგორც – „მანქანის კომფორტი სკუტერის ფასად“, თუმცა როგორც ოფიციალური დილერები ირწმუნებიან, Peel-ის ავტომობილით გადაადგილება ფეხით სიარულზე ბევრად უფრო იაფია.
მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 2,8 ლ. ბენზინი სჭირდება.
როგორც ცნობილია, რომ Sotheby’s აუქციონის სახლი უნიკალურ მოდელს 18 აგვისტოს გაყიდის.