ნანა ჩარკვიანი „შენი დილის“ ბლიცინტერვიუს რუბრიკას ესტუმრა.
ირაკლი ჩარკვიანის და ქეთათო პოპიაშვილის ერთადერთი ქალიშვილი საუბრობს თავისი ყოველდღიურობის, ბავშვობისა და ამჟამინდელი ყოფის შესახებ:
„ჩემი ბავშვობა ყველაზე მეტად მახსენებს, ვინ ვარ და რა ვარ. მახარებს და მეამაყება.
ჩვენს სახლში ისმოდა ბევრი როკი, ჯაზი, ბევრი ირაკლი ჩარკვიანი…
რომ არა მუსიკოსების ოჯახში დაბადება, მაინც მეყვარებოდა მუსიკა. ჩემი არსებობის ყოველ წამსა და წუთშია მუსიკა.
ირაკლიზე სულ მუდმივად ვფიქრობ, ირაკლისა და გელაზე. ყოველთვის მაინც ის ფიქრებია, ნეტავ, ამ მომენტში რას იზამდნენ, რა წარმოუდგენიათ, რა უნდა გავაკეთო. ირაკლის არსებობა ჩემს ცხოვრებაში მაკლია, ამიტომ სულ მისი თვალებით და პერსპექტივით წარმოვიდგენ რაღაცებს.