ჰოლივუდში ატეხილ სკანდალს მომღერალი ნინი შერმადინი ეხმაურება.
ამის შესახებ ნინი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ყველაზე სუფთა შოუ-ბიზნესი ქართველებს გვქონია.
„გადარჩენილი ვარ „გოლივუდის“ ვარსკვლავობას. აქამდე ვოცნებობდი და ეს ოცნებაც დამენგრა…ეს რა ვნახე და წავიკითხე, ბინძურიცაა და ბინძურიც… So sad. აღარც ბიონსეს სიმღერები მემღერება. მეწყინა… ყველაზე მეტად ბიონსეს გარევა არ მინდა მართალი იყოს ამ ამბავში. ყველაზე სუფთა შოუ-ბიზნესი გვქონია ქართველებს დავაფასოთ,“ – წერს ნინი შერმადინი.
ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, რეპერი, პროდიუსერი შონ კომბსი (ცნობილი ფსევდონიმით Diddy) ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებითაა დაკავებული.
პროკურატურის მტკიცებით, კომბსი ბრალდებულია რამდენიმედღიანი დახურული ღონისძიებების დროს დიდი ოდენობის ნარკოტიკის მოხმარებასა და ამ ღონისძიებებზე სექსტრეფიკინგში. გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებზე მყოფ ქალებს ხშირ შემთხვევაში სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ და ნარკოტიკს მათი ნების საწინააღმდეგოდ აძლევდნენ.
პროკურორების მტკიცებით, რეპერი წვეულებებზე გადაღებულ ვიდეოებს მანიპულაციისა და შანტაჟისთვის იყენებდა. პროკურატურა ამბობს, რომ ცნობილ რეპერთან ერთად ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებიც იყვნენ ჩართული, თუმცა ამ დროისთვის არავინაა დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ წვეულებებს ჰოლივუდის ცნობილი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თავად მუსიკოსი ბრალდებებს უარყოფს.