LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის ტურიზმისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო მე-5 ადგილზეა

124
ღვინის ტურიზმი

გერმანულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Statista, პლატფორმის Bounce ღვინის მოყვარულთა ინდექსზე დაყრდნობით, ღვინის ტურიზმისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც საქართველო პირველ ხუთეულს ხურავს და საფრანგეთს უსწრებს.

რეიტინგი ისეთ ხუთ ინდიკატორს ეფუძნება, როგორებიცაა ქვეყანაში ღვინის მოხმარება, წარმოება, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვენახის ფართობის პროცენტული მაჩვენებელი, ტურებისა და დეგუსტაციების რაოდენობა და ღვინის ბოთლის საშუალო ღირებულება.

Statista-ს მიხედვით, საქართველოში ერთ ადამიანზე 57 ლიტრი ღვინო იწარმოება, ხოლო ვენახის ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 0.70%-ს შეადგენს. ტურებისა და დეგუსტაციების რაოდენობა მილიონ კაცზე 211-ია, ხოლო ბოთლი ღვინის საშუალო ღირებულება 5.91 დოლარია.

ღვინის ტურიზმისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგის პირველ ხუთეულში, საქართველოსთან ერთად, მოხვდნენ: პორტუგალია, მოლდოვაა, იტალია და ესპანეთი. ათეულში კი: საფრანგეთი, უნგრეთი, ახალი ზელანდია, საბერძნეთი და ჩილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g