LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა, დაწყებულია გამოძიება: „კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, მის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს“

1273
ბათუმი - ბავშვზე ძალადობა

ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა.

ადგილობრივი გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ.

ონლაინ გაზეთის ცნობით, ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. ფაქტზე კი დაწყებულია გამოძიება.

„ცეკვის დარბაზში დამონტაჟებული კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, ხოლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს.

ის პერიოდულად მასწავლებელსა და ბავშვს შორის დგას და ცდილობს ბავშვი მასწავლებლის აგრესიისგან დაიცვას. არის კადრი, სადაც ჩანს, როგორ იშორებს ქალს ცეკვის მასწავლებელი ხელის კვრით და ერთ მომენტში ფეხსაც ურტყამს.

ინფორმირებული პირის თქმით, ეს ქალი მასწავლებლის მეუღლეა, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არ მუშაობს და „ის მეუღლეს [ცეკვის მასწავლებელს] ეხმარებოდა“. – წერს გამოცემა.

გაზეთის ინფორმაციით, მასწავლებელი მერაბ დოლიძეა და როგორც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში „ბათუმელებს“ განუცხადეს, მას იქ ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.

ქორეოგრაფი სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც მან დირექტორს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

„ვინანიებ… დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, ამიტომ თავი ვერ შევიკავე, ოჯახს დავდევდი და ვთხოვდი, პატიებას“ – ბათუმელი ქორეოგრაფის პირველი კომენტარი ბრალდებაზე

ფოტო: „ბათუმელები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები