გასული წლის 18 ოქტომბერს, კაილი მინოუგმა მეჩვიდმეტე სტუდიური ალბომი – Tension II გამოუშვა. წინამორბედი დისკის – Tension მეორე ნაწილში, 9 დამატებითი სიმღერა შევიდა.
ავსტრალიელი არტისტი ორივე კრებულის მხარდასაჭერად, მსოფლიო ტურნესთვის უკვე ემზადება.
კაილი მინოუგმა ახალი ალბომი და ტურნე დააანონსა
ცნობილია, რომ Tension Tour 15 თებერვალს დაიწყება და 26 აგვისტომდე გაგრძელდება.
ტურნეს ევროპული კონცერტების სერია სტარტს 16 მაისს, შოტლადნიაში აიღებს და 18 ივლისს, საბერძნეთში დასრულდება.
მაისსა და ივლისში, საკულტო მუსიკოსი პერფორმანსებს ასევე ინგლისში, გერმანიაში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ესტონეთში, ფინეთში, შვედეთში, დანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში გამართავს.
ცნობისთვის, კაილი მინოუგი Tension Tour-ის კონცერტებით ოკეანეთის, აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზეც იმღერებს.
იმ ფონზე, როცა 2019 წლის შემდეგ, შემსრულებელს ტურნე არ გაუმართავს, ფანები მსოფლიოს მასშტაბით, სცენაზე მის ტრიუმფალურ დაბრუნებას ელოდებიან.