ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა ანჯელინა ჯოლის ახალი რომანის შესახებ. მედია წერს, რომ მსახიობი ბრიტანელ რეპერს, აკალას ხვდება. ამ ჭორების პარალელურად, პაპარაცები თვალს ადევნებენ ოსკაროსანი მსახიობის ყველა ნაბიჯს. ამჯერად ჯოლი ნიუ-იორკში გადაიღეს, სადაც ის თეთრ ქათქათა კაბაში გამოწყობილი, ვაჟთან პაქსთან ერთად იმყოფებოდა. კაბა ძალიან ჰგავდა საქორწინო ანსამბლს, რამაც გააჩინა ეჭვები, რომ ერთის მხრივ, ანჯელინა ახალი ურთიერთობებისთვის მზადაა და მეორეს მხრივ, მან შავი სამოსი ღია ფერის ტანსაცმლით ჩაანაცვლა.
ამავე დღეს პაპარაცებმა ჯოლი შავი ფერის პალტოსა და კლასიკურ ანსამბლშიც გადაიღეს, სადაც ჯოლი ისევ ღიმილით შეხვდა ცნობისმოყვარე ფოტოგრაფების გამოჩენას.
„მასში რაღაც შეიცვალა“ – ანჯელინა ჯოლის უახლესი ფოტოები Akala-თან ფოტოების გავრცელების შემდეგ
ახალი სიყვარულით გაბრწყინებული ანჯელინა ჯოლი გამუდმებით იღიმის – ჯოლი კვლავ Akala-თან გამოიჭირეს
გაიცანით მამაკაცი, რომელმაც ანჯელინა ჯოლის სახეზე ღიმილი დააბრუნა – მსახიობი შეყვარებულია