მსახიობი უმა თურმანი მიმდინარე წელს გადატვირთულია ახალი პროექტებით. მან ცოტა ხნის წინ დაასრულა მუშაობა ფილმზე „ბალერინა ოვედრაივი“, ამჯერად კი ის აქტიურად მონაწილეობს რეჟისორ პოლ შრეიდერის დრამის „ოჰ კანადა“ საინფორმაციო კამპანიაში.
ამჯერად კი 54 წლის ვარსკვლავი ფოტოგრაფებმა როკფელერ პლაზას ტერიტორიაზე გადაიღეს, სადაც ის NBC-ის სტუდიას, კელი კლარკსონის შოუში მონაწილეობისთვის სტუმრობდა. უმა თურმანი შეუდარებელი იყო მუქ ყავისფერ ანსამბლში, მას კლასიკური შარვალი ჟილეტთან და პიჯაკთან ჰქონდა შეხამებული, ანსამბლს კი ყავისფერი ფეხსაცმელი და მზისგან დამცავი სათვალე ასრულებდა.