„დღეს ჩვენ ვიხილეთ დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელიც არის საბოლოო დასტური ერთი რამის – ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ის 26 ოქტომბრის არჩევნებს აგებს“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ნაცვლიშვილი მამუკა ხაზარაძის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ 16 დღეში მას ძალაუფლება აღარ ექნება, ამიტომ „ქართული ოცნება“ პანიკაშია.
„ბრიფინგი კარგად ასახავს, როგორი გამწარებულია მამუკა მდინარაძე და მთელი „ქართული ოცნება“ იმით, რომ „ძლიერმა საქართველომ“ მათ საქართველოს წინააღმდეგ სქემა ჩამოვუშალეთ, რომელსაც „ქართული ოცნება“ 12 წლის განმავლობაში იყენებდა.
ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი 12 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ ქართული პოლიტიკური ველი ყოფილიყო ორპოლუსიანი, მკვეთრად პოლარიზებული და ქართველ ხალხს ორადორი არჩევანი ჰქონოდა – ან „ქართული ოცნება“, ან „ნაციონალური მოძრაობა“.
ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებულმა 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მათ მიერ შექმნილი ეს სქემა ჩამოვშალეთ და საქართველოს მოქალაქეებს რეალურ შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ არჩევნებში აირჩიონ წარსულის ნამდვილი, რეალური ალტერნატივა „ძლიერი საქართველოს“ სახით. ძალა, რომელიც ორიენტირებულია ამ ქვეყნის მომავალზე და არა წარსულზე, ამიტომაც გამწარებულები და პანიკაში არიან. მათ დაკარგეს პროცესზე კონტროლი.
მამუკა მდინარაძე: „გახარიაც და ხაზარაძეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალური მოძრაობა“ – მათი მთავარი დავალება „ნაცმოძრაობის“ კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა და ჟარგონზე რომ ვთქვათ, მათი სამართლებრივი „გაპრავება“ იქნება
„მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგა
მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და ის „კაგებეს“ პარანოიდულ მითს იმეორებს იმის შესახებ, თითქოს დასავლეთი საქართველოში ოპოზიციას აკონტროლებს. მათ თავადაც კარგად იციან, რომ ეს არის „კაგებეს“ მიერ შეთხზული ტყუილი.
რაც სიმართლეა და რაც „ქართულ ოცნებას“ ძალიან აშფოთებს არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხის ნებას „ძლიერი საქართველო“ და ოპოზიცია გამოხატავს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ხალხის აღარც ნდობა და აღარც ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომაც პანიკაში არიან“. – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.