LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები

113
b1e36771-city-2258-163f4d7f814

ავსტრალიის სიდნეი 2024 წლის საუკეთესო ქალაქად დასახელდა. ასეთი დასკვნა გამოცემა Condé Nast Traveller-ის მკითხველმა ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებულ გამოკითხვაში დააფიქსირა.

გამოცემამ სცადა გამოევლინა ის დასახლებები, სადაც ადამიანები თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობენ, სადაც მოგზაურობა ყველაზე სასიამოვნოა და სად წასვლაზეც უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ.

მეორე ადგილზე ესპანეთის ვალენსია გავიდა, მესამე კი სინგაპურია.

ლიდერთა ათეულში მოხვდა ასევე ჰონგ-კონგი, სტოკჰოლმი, ტოკიო, ვენა, ბერლინი, მილანი და ბუდაპეშტი. სიაში აღნიშნეს ასევე მადრიდი, პარიზი, კეიპტაუნი, ჩიკაგო, სტამბოლი, პალმა, ლას-ვეგასი, სევილია, მარაკეში და ნიუ-იორკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები