22 აგვისტოს გრიგორი ლეპსი თავის ბენდთან ერთად „ბელქ სი არენაზე“ ცოცხალ კონცერტს გამართავს. პროექტს „ბერიკონი ფრომოუშენი“ წარმოადგენს. ეს გახლავთ კომერციული კონცერტი, რომლის ორგანიზებასა და დაფინანსებას საკუთარ თავზე მთლიანად კერძო კომპანია იღებს, „ბლექ სი არენას“ კი იჯარით ქირაობენ.
როგორც ორგანიზატორებმა „ფორტუნას“ განუცხადეს, წარმოშობით ქართველი მომღერლისა და კომპოზიტორის მოწვევა საქართველოში ტურისტულ სეზონზე მომგებიანად ჩათვალეს, რადგან ტურისტების ძირითადი ნაკადი ისეთი ქვეყნებიდან ჩამოდის, სადაც ლეპსის შემოქმედება უყვართ და აფასებენ.
მომღერალი საქართველოში 15-კაციანი შემადგენლობით ჩამოდის. საღამოზე შესრულდება მომღერლის როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერები. ეპსის ბოლო ალბომის ერთგვარი პრეზენტაციაც შედგება.
გრიგორი ლეფსი Black Sea Arena-ზე პირველად იმღერებს. ის საქართველოში 2014 წელს იმყოფებოდა, მან სპორტის სასახლეში გამართა კონცერტი.
გრიგორი ლეპსი დაიბადა ქართველის ოჯახში, ქალაქ სოჭში. მოსკოვში გამგზავრების შემდეგ მან წარმატებებს მიაღწია სასიმღერო კარიერაში (ადრეულ პერიოდში მღეროდა რესტორნებში) და რამდენიმე ჰიტი ჩაწერა, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ის არის რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი, პრემიების: „Шансон года”, „Золотой Граммофон” და სხვ. ლაურეატია.
ბილეთების დაჯავშნა შეგიძლიათ საიტზე TKT.GE.