14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს სვეტიცხოველშიც.
ქართულ ენაზე მიმართვას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი და საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლობას ულოცავს.
„მეგობრებო, ვიმყოფები მცხეთაში – სვეტიცხოველთან ახლოს. ყველას გისურვებთ მშვენიერ მცხეთობას და მშვიდ დღესასწაულს“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.
This is a bilingual post. For English please scroll down. გილოცავთ სცეტიცხოვლობას! ✨ Happy #Svetitskhovloba to all of you!
Posted by British Embassy Tbilisi on კვირა, 13 ოქტომბერი, 2024