ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო.
გადაცემაში სხვადასხვა საკითხზე საუბრის დროს, მაია ასათიანმა გაიხსენა ერთ-ერთი ემოციური ამბავი, რომელიც მის ტელეპროექტს „პროფილს“ და გაშვილებული ბავშვების თემას უკავშირდება:
„არასდროს დამავიწყდება, ვიპოვეთ ქალბატონი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სამშობიაროში ბებიაქალი იყო და ყველა ხაზი მისკენ მიდიოდა, რომ ის ჩვილებით ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ამ ქალბატონს წლები ვეძებდით და ბოლოს მივაკვლიეთ.
რამდენიმე ახალშობილის ამბავი გვაინტერესებდა, ეს ადამიანები ელოდებოდნენ პასუხს – ვისგან იყიდა ჩვილები მისმა ოჯახმა.
ეს ქალი, ღრმად მოხუცი, ერთ-ერთ მოხუცებულთა თავშესაფარში ვიპოვეთ, მივედით და მაშინ, როდესაც სახელით, გვარით პასპორტით ხარ მისული და როცა მთავარი შეკითხვები უნდა დასვა – აღმოჩნდა, რომ ამ ქალს დემენცია აქვს. ეს განცდა არასდროს დამავიწყდება, მას არაფერი ახსოვდა, რაღაც მომენტში გვეგონა, ხომ არ თამაშობდა, მაგრამ არა, მას დემენცია ჰქონდა“, – აღნიშნა მაია ასათიანმა.
,,იყო ერთი ბებიაქალი, წლები ვეძებდით, რომ მივაკვლიეთ აღმოჩნდა რომ დემენცია ჰქონდა",,იყო ერთი ბებიაქალი, ყველა ხაზი იმისკენ მიდიოდა, რომ ახალშობილების ყიდვა-გაყიდვაში ფიგურირებდა. წლები ვეძებდით და საბოლოოდ რომ მივაკვლიეთ და მთავარი კითხვა უნდა დაგვესვა, აღმოჩნდა რომ დემენცია ჰქონდა." – მაია ასათიანი ⭐️გადაცემა სრულად იხილეთ იუთუბზე : https://youtu.be/HUfISeIs3wQ
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი, 2024