LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ჩემზე პროევროპელი და პროამერიკელი, არ ვიცი, რამდენი ადამიანი შეიძლება დადიოდეს ქვეყანაში“

131
კახა კალაძე

ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომლის თანახმად, ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ საკუთარი ლიდერები, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, ქვეყნის მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე საუბარი სიყალბე და სიცრუეა.

„ერთია სიყალბე და ვირტუალური სამყაროს შექმნა, რისი მცდელობაც რეალურად აქვთ, რაც 2012 წლამდეც იყო. მაშინაც იგივე დამოკიდებულება იყო, ვირტუალური საქართველო შექმნეს და გარედან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ თურმე სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი დემოკრატიის შუქურა იყო, ამას ასე აფასებდნენ. რეალობაში, სხვა მოცემულობა გვქონდა. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა ამ სისხლიან რეჟიმს პატრონებთან ერთად პასუხი გასცა.

დღეს ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატია გვაქვს, ეკონომიკური მიმართულებით ქვეყანა წინ მიდის, ბიზნესს არავინ ატერორებს, არავინ იბარებს და ართმევს ბიზნესს, ციხეებში გვახსოვს როგორი მდგომარეობა იყო, დღეს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობაა, ქუჩაში ახალგაზრდებს არ ხოცავენ და ამ მოცემულობაზე გვეუბნებიან რომ უკან გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. დიდი სიყალბე და სიცრუეა, ამის თქმის საფუძველი არ არსებობს.

როგორც კი არჩევნები დამთავრდება, რუსეთ-უკრაინის ომი მილევად რეჟიმში გადავა, შევძლებთ ურთიერთობების დალაგებას. სანამ ომი დაიწყებოდა, ეს მდგომარეობა ხომ არ გვქონდა?! მას შემდეგ დაიწყო ასეთი განცხადებები, როდესაც საქართველომ უარი თქვა სანქციებზე მიერთებაზე.

ჩემზე პროევროპელი და პროამერიკელი, არ ვიცი, რამდენი ადამიანი შეიძლება დადიოდეს ქვეყანაში. პირველი და უმნიშვნელოვანესი არის ჩემი ქვეყანა, პირველი მე ვარ პროქართველი, პროქართულ პოლიტიკას ვატარებ. ეს არის მნიშვნელოვანი ხალხის და ქვეყნის ინტერესები დავიცვათ. პატივს ვცემთ ევროპას, ევროპულ მომავალს, მაგრამ ამ ტიპის განცხადებები ურთიერთობებს აზიანებს. ყველაფერი დალაგდება, როგორც კი არჩევნები დასრულდება და ომი მილევად რეჟიმში გადავა“, – თქვა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები