LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა

129
Screenshot 2024-10-20 215922

თავისუფლების მოედანზე მარში – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დასრულდა.

აქციის მონაწილეები 17:00 საათიდან თბილისში, 5 სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით გაემართნენ თავისუფლების მოედანზე, სადაც დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

მარშის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე მათ გაშლილი ჰქონდათ ევროკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები. გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

„5 დღეში ჩვენ ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით გავუშვებთ იქ, სადაც მათი ადგილია, რუსეთისკენ“ – მამუკა ხაზარაძე 

„ეს არის ბოლო გაფრთხილება არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს!“ – თინა ბოკუჩავა

პრეზიდენტი – მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს: ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ!

კახა კალაძე ოპოზიციაზე –  „წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო“, ასეა ამათი დღევანდელი საქმე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები