LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოაკინ ფენიქსი მეუღლეს კაბას უსწორებს, რათა რუნი მარა, წითელ ხალიჩაზე უნაკლოდ გამოიყურებოდეს

588
page

ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა ამჯერად Academy Museum Gala-ს ღონისძიებაზე გამოჩნდნენ. ,,ჯოკერის” ვარსკვლავი და მისი ულამაზესი მეუღლე ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ წითელ ხალიჩაზე. რუნი მარა ბრწყინავდა ,,ჟივენშის” ვინტაჟურ კაბაში, რომელიც ყვავილებით იყო დაპრინტული.

წითელ ხალიჩაზე გასვლამდე, ხოაკინ ფენიქსმა მეუღლეს კაბის ყველა დეტალი შეუსწორა, რათა ფოტოზე ის უნაკლოდ გამოსულიყო. რუნი მარა ცნობილია თავისი სადა მაკიაჟებით, ამჯერადაც მან გადაწეული თმის სტილი და მინიმალისტური მაკიაჟი აირჩია.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის ფენიქსი და 39 წლის მარა 2017 წლიდან ერთად არიან, წყვილი ორ წელიწადში დაინიშნა და 2020 წელს მათ პირველი შვილი შეეძინათ.

რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი მეორე შვილს ელოდებიან

„უბრალოები და სამაგალითოები“ – ხოაკინ ფენიქსისა და რუნი მარას იშვიათი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები