LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: „როცა „თბილისი პრაიდი“ კაცების გათხოვების დაკანონების მოთხოვნით აქციას აორგანიზებს, რა არის გასაკვირი, რომ საზოგადოების უმრავლესობა არ მივიდეს?! – გუშინდელ აქციაზე იმის მეოთხედიც არ მივიდა, რასაც ელოდნენ“

159
გურამ მაჭარაშვილი

„როდესაც „თბილისი პრაიდი“ კაცების გათხოვების დაკანონების მოთხოვნით აქციას აორგანიზებს, რა არის გასაკვირი, რომ იქ საზოგადოების უმრავლესობა არ მივიდეს?! – იმის მიუხედავად, რომ გუშინდელ აქციას მთელი ოპოზიცია, NGO სექტორი, უცხოური ძალები ევროკავშირისა და საელჩოების ჩათვლით, მთელი ერთი თვის მანძილზე ამზადებდა, იმის მეოთხედიც არ მივიდა, რასაც ელოდნენ“, – ამ განცხადებით „ხალხის ძალის“ დეპუტატი,  გურამ მაჭარაშვილი, თავისუფლების მოედანზე, გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის აზრით, აქცია ორგანიზებული იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან და „მის მოსაწყობად ლამის ევროპარლამენტარები და კონგრესმენები ჩამოვიდნენ, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა არ მივიდა“.

მიხაილ როთი – ქართველები ისევ ისტორიას წერენ – თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია

მისი თქმით, „ყველა სახელმწიფოშია მოქალაქეთა რაღაც რაოდენობა, ვინც შეიძლება არასახელმწიფოებრივად აზროვნებდეს ან შეცდომაში იყოს შეყვანილი“.

„ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის და ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, ამ ქვეყანაში არსებობს“ – სალომე ზურაბიშვილი

მისივე თქმით, ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი 4 ძირითადი პოლიტიკური პარტია, დოკუმენტის ერთგულია და რომელიმე მათგანისთვის ხმის მიცემა „ევროპაში მიგვიყვანს“.

„თბილისი პრაიდს“ ქართველმა ხალხმა არ მისცა უფლება გეი პარადი რუსთაველის გამზირზე ჩაეტარებინა. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის და ასევე, ომის გაჩაღების მსურველი ორგანიზაციების აქციაზე ქართული საზოგადოების უმრავლესობა არ მივა – აქციის მონაწილეთა რაოდენობამ ეს აჩვენა კიდეც. 26 ოქტომბერს საზოგადოების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის მშვიდობას, ტრადიციებსა და სუვერენიტეტს ირჩევს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მამუკა მდინარაძე: „ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს“

20 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია მარშით დაიწყო და კონცერტით დასრულდა.

აქციაზე შეკრებილ ათასობით მოქალაქეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები