LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი მიქანაძე: „ძალიან ბევრმა თბილისელმა მოგვმართა თხოვნით, რომ ეს დრო სამუშაო საათებს ემთხვეოდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალინდელი ღონისძიება 16:00 საათის ნაცვლად, 19:00 საათზე დაიწყება“

142
გივი მიქანაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის განცხადებით, ხვალ, 23 ოქტომბერს, თბილისში, მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი აქცია16:00 საათის ნაცვლად, 19:00 საათზე დაიწყება, რადგან ამ თხოვნით პარტიას „ძალიან ბევრმა თბილისელმა“ მიმართა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დარწმუნებულები არიან, რომ „თბილისის ცენტრალური ნაწილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით გაივსება“:

„დაგეგმილი გვქონდა, რომ თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება 16:00 საათზე გაგვემართა, მაგრამ ძალიან ბევრმა თბილისელმა მოგვმართა თხოვნით, რომ ეს დრო სამუშაო საათებს ემთხვეოდა და ამის გამო, ისინი მოსვლას ვერ ახერხებდნენ – ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალინდელი ღონისძიება 16:00 საათის ნაცვლად, 19:00 საათზე დაიწყება.

ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებით და დარწმუნებულები ვართ, რომ თბილისის ცენტრალური ნაწილი ჩვენი მხარდამჭერებით გაივსება. ქართველი ხალხი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო დამკვირვებლები კიდევ ერთხელ ნახავენ, საზოგადოებაში მმართველი გუნდის მიმართ მხარდაჭერა რაოდენ დიდია.“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები