LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: „ივანიშვილმა თავად თქვა, რომ საკუთარი ფულის დასაცავად ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობდა – ეს არ არის პირველი მუქარა და შანტაჟი, პასუხს არც კი გავცემ, რადგან ეს პირდაპირ აჩვენებს მოქალაქეებს არჩევნებამდე 4 დღით ადრე, თუ რა დღეშია და ვის დღეშია ქვეყანა“

198
გიორგი გახარია და ბიძინა ივანიშვილი

„ივანიშვილმა თავად თქვა, რომ საკუთარი ფულის, მილიარდების დასაცავად ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობდა“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

აღნიშნულით იგი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისა ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი მხრიდან „მუქარა და შანტაჟი პირველი არ არის“:

„ივანიშვილმა თავად თქვა, რომ საკუთარი ფულის, მილიარდების დასაცავად ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობდა. ჩვენ ამას ვხედავდით, რადგან რიგში დააყენა პრემიერი, პარლამენტის თავჯდომარე და ბევრი სხვა, რომლებსაც თავისი ფულის დასაცავად ალაპარაკებდა. მაშინ, როცა არაფერი გამოუვიდა, გამოვიდა და წერილი მიუძღვნა შვეიცარიულ ბანკს, აშშ-ს და ა.შ.“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ისეთი სასოწარკვეთილი ადამიანის მუქარებს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, პასუხს არ გასცემს.

„ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და შანტაჟი. თუმცა, პირველად რაც მოხდა არის ის, რომ ეს კაცი საჯაროდ გამოვიდა და იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებითა და დაჭერებით. რაც მთავარია ემუქრება ჩემი გუნდის კეთილსინდისიერ წარმომადგენლებს, რომლებსაც სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ.

ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანები, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაშიც უკვე ყველას ეჭვი ეპარება, არანაირი მუქარის განმახორცილებელი არ არის. მე მას პასუხს არც კი გავცემ, რადგან ეს პირდაპირ აჩვენებს მოქალაქეებს არჩევნებამდე 4 დღით ადრე, თუ რა დღეშია და ვის დღეშია ქვეყანა“. – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ივანიშვილი გახარიაზე: რატომ გადადგა ასე სასწრაფოდ 2021 წელს? იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოეშალათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g