LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა 3 საათში იქნება შესაძლებელი“ – რიკოთის მაგისტრალის დამატებით 12-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა 

134
მკვლელობა თბილისში (2)

რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით.

რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთზე მიმდინარეობდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის სრულად გახსნილი იქნება სამი მონაკვეთი

საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სულ შენდება 52 კმ-იანი 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4-ზოლიანი გზის 48 კმ-ით, 49 გვირაბითა და 88 ხიდით. დასკვნით ეტაპზეა ფერდების, მათ შორის, 149-ე კმ-ზე მდებარე ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება გზის მშენებლობა.

როგორც მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რიკოთთან ერთად, ეტაპობრივად დასრულდება ყველა მიმდინარე მონაკვეთის მშენებლობას და მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე მაქსიმუმ 3 საათში იქნება შესაძლებელი

„რიკოთთან ერთად, ეტაპობრივად დავასრულებთ ყველა მიმდინარე მონაკვეთის მშენებლობას და მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე სრულად მაქსიმუმ 3 საათში იქნება შესაძლებელი. დავიწყებთ ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობას, რითაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან კავშირი მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები