LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: „მათი ბაბლი შემოვარდა და სხვაგან ლანძღავენ იგივე ოთხეულს და მე მიწერენ რატო გამოყავი ეს ოთხეულიო“

221
ზურა ხაჩიძე და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე

მომღერალი ზურა ხაჩიძე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ვიდეორგოლში ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის გამოჩენას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მის მიერ სპორტსმენებისადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ბოლოს არ ვიცი ისე რა გამიტყდა, როგორც ლოჩოშვილის ნახვა ქოცების კლიპში“

„სასწაული ხდება ჩემს მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე სადაც ნაკრების ოთხეულს მხარდაჭერას ვუცხადებ და იქვე ვწერ – ნაკრების ყველა წევრს დიდი პატივი ჩემგან!

ყველას ვინც იცის კითხვა მისთვის გასაგებია რა გამოვაქვეყნე გუშინ და რატო გამოვყავი ეს ოთხეული.

მათი ბაბლი შემოვარდა და სხვაგან ლანძღავენ იგივე ოთხეულს და მე მიწერენ რატო გამოყავი ეს ოთხეულიო.“ – წერს ზურა ხაჩიძე.

ნინო წილოსანი: „ამხელა სპორტული ჯახები რომ გაქვს გადატანილი ადამიანს – ჟორჟოლიანებმა, დიღმელაშვილებმა და ელისაშვილებმა რა უნდა დაგაკლონ“

ინფორმაციისთვის, საუბარია გუშინ მომღერლის მიერ გავრცელებულ პოსტზე, სადაც ის წერს: „თქვენ ხართ საქართველოს ნაკრების ღირსეული ბიჭები! ნაკრების ბიჭებს დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩემგან“.

ვიდეო: გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა ბექაური და სხვები – „ქართულმა ოცნებამ“ ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები