LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „ჩემი ცოლი მიყვარს ძალიან, ნატა არის ჩემთვის ყველაფერი… ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის დადის იქამდე, რომ რაღაც კომპრომისებზე მიდიხარ ყოველთვის…“

171
ზურაბ ჯაფარიძე, ნატა ქორიძე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის ბლიც-კითხვებს უპასუხა, მათ შორის შეკითხვა სიყვარულსაც შეეხო.

პოლიტიკოსმა მის მეუღლეზე, ნატა ქორიძეზე ისაუბრა და კითხვაზე, ბოლო პერიოდში რა გაუკეთებია მას სიყვარულისთვის, აღნიშნა, რომ მისთვის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპრომისია.

„მაინცდამაინც რომანტიკული ტიპი არ ვარ, მაგრამ… ჩემი ცოლი მიყვარს ძალიან, ნატა არის ჩემთვის ყველაფერი… რაღაც ერთის გამოყოფა ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც ოჯახი გაქვს და როცა ერთად ხართ, ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის დადის იქამდე, რომ რაღაც კომპრომისებზე მიდიხარ ყოველთვის ერთმანეთთან ურთიერთობებში.

რაღაცებზე, ჩემს სიგიჟეებზე ის ხუჭავს თვალს, რაღაცებზე მე ვხუჭავ თვალს, უფრო ხშირად? მე რომ მკითხო, მე, მაგრამ მას რომ ჰკითხო, რომ შეხედო ჩემი ცხოვრების რიტმს, ალბათ, ის უფრო მართალია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g