კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა“.
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ამ სიყალბეს არასდროს დაეთანხმება.
„სრულიად გასაგებია, რა მოხდა. ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ, არ გამოვა ეს ამბავი! ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები… არასდროს!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
