„კიდევ კარგი რომ ძალა ეყოთ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს რომ არ დაექვემდებარებოდნენ მათ [ოპოზიციის] მიერ განხორციელებულ ზეწოლას და საბოლოო ჯამში მათ თქვეს, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები, დაახლოებით, 190 ათასი ხმით გააუმჯობესა“.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს
„ჩვენ საკუთარ მანდატებზე ვამბობთ უარს“. – განაცხადა ნანა მალაშხიამ განცხადებაში, რომელიც მან კოალიცია ცვლილებისთვის“ პირველი ოცეულის სახელით გააკეთა.
„არ შევალთო პარლამენტში, ნუ შემოვლენ. მე მათ მოვუწოდებ, რომ ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს, სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცული, რა საბოტაჟსაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ.
ვურჩევ, რომ საერთოდ ჩახსნან სიები, რომ მართლა პუფები არ გახდნენ დვა თავისი სიტყვები უკან არ წაიღონ. ჩახსნან სიები და რაც უნდათ ის გააკეთონ, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი სამშობლოსთვის და არ დავუშვებთ, რომ აგენტურამ საბოტაჟი განახორციელოს ამ ქვეყნის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.