LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: „კოალიციაში არავინ აპირებს აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი“

152
ალეკო ელისაშვილი

„კოალიციაში არავინ აპირებს იმ აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს უთხრა, ოპოზიცია ახლა აპირებს მოქმედებას და არა წუწუნს და ხელების ჩამოყრას.

ალეკო ელისაშვილი: „აღვირახსნილი, რუსული სპეცოპერაცია, „ფეესბეშნიკურ კაგებეშნიკური“ ჩაატარეს და უნდათ ვუთხრათ, რომ კი ბატონო, ვაღიარებთ [არჩევნების ლეგიტიმურობას] – არავითარ შემთხვევაში! ახლა გადამწყვეტი ბრძოლა იწყება…“

„კოალიცია ძლიერი საქართველოს“ პოზიცია იცით ყველამ. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ სისაძაგლეს, რასაც არჩევნები დაარქვეს. პრეზიდენტთან მოვედით, რომ აზრები გავცვალოთ და სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ იმიტომ, რომ ახლა გვჭირდება მოქმედება.

თინა ბოკუჩავა: „პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ“

როგორც მან პრეზიდენტის სასახლესთან, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიპარა, ოპოზიცია კი მის აღიარებას არ აპირებს.“

არავინ არ ვაპირებთ წუწუნს, ხელების და ყურების ჩამოყრას, ვაპირებთ მოქმედებას. დღეს რა უნდა გავაკეთოთ, ხვალ რა უნდა გავაკეთოთ, ზეგ რა უნდა გავაკეთოთ. ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და გამოვგლიჯოთ რუსეთს ხელიდან.“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

ინფორმაციისთვის, ორბელიანების სასახლეში ოთხი ოპოზიციური ძალის – „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია „ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები პრეზიდენტს ხვდებიან.

როგორც ცნობილია, 21:00 საათზე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადების გაკეთებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები