LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარია ზახაროვა სალომე ზურაბიშვილს: იმის დაჯერება, რომ ევროკავშირს შეუძლია სხვას „ევროპული მომავალი“ მიანიჭოს, უბრალოდ სისულელეა

113
2024-10-28_01-33-19_110399

სისულელეა იმის დაჯერება, რომ ევროკავშირს შეუძლია ვინმეს „ევროპული მომავალი“ მისცეს, – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახარვა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვლის განცხადებას, რომ არ შეიძლება ვინმემ საქართველოს თავისი ევროპული მომავალი წაართვას.

„ვაშინგტონმა ახლახან წაართვა „ევროპული მომავალი“ ევროკავშირს, სტაბილური რესურსების წყაროს ჩამორთმევით, ეკონომიკის რღვევით, მანამდე კი არალეგალური მიგრანტებით დატბორვით, რომლებიც, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ამერიკული ავანტიურების გამო მილიონობით შეედინება ევროპაში. ამიტომ, იმის დაჯერება, რომ ევროკავშირს შეუძლია სხვას „ევროპული მომავალი“ მიანიჭოს, უბრალოდ სისულელეა“, – აღნიშნა ზახაროვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები