საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ 2024 წლის სექტემბრის ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 2.93% გაიზარდა და თითქმის 60 მილიარდი ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ თითქმის 950 მილიონი ლარი შეადგინა, უცხოური ვალუტით კი – თითქმის 742 მილიონი ლარი.
რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობას, ის 2.72%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით და თითქმის 58 მილიარდ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ვადიანი დეპოზიტები 3.32%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 2.24%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 77.76%, ევროს წილი კი – 20.13%-ია.