LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე გალდავამ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

109
ეკატერინე გალდავა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ ბეიჯინგში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში (Sibos) მიიღო მონაწილეობა.

Sibos-ი SWIFT-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენცია, გამოფენა და ქსელური ღონისძიებაა, რომელიც ფინანსური ინდუსტრიისთვისაა განკუთვნილი.

გლობალური ფინანსური საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, მსჯელობენ და თანამშრომლობენ გადახდების, ფასიანი ქაღალდების, ფულის მართვისა და ვაჭრობის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ეკატერინე გალდავამ ოფიციალური შეხვედრები გამართა სხვადასხვა ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საგადახდო სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელობას, ფასიანი ქაღალდების და ფულის მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და შემდგომში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე.

Sibos-ს 46 წლიანი ისტორია აქვს. ფორუმში ყოველწლიურად ფინანსური ეკოსისტემის ათასობით ბიზნეს ლიდერი, გადაწყვეტილების მიმღები და თემატური ექსპერტი მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g