ევრობასკეტის პირველ დღეს საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ლიტვასთან. რა თქმა უნდა, მთელი გუნდი ძალიან მაგარი იყო, თუმცა განსაკუთრებით კარგად ითამაშა თორნიკე შენგელიამ. მისი ერთ-ერთი გამორჩეული და ეფექტური ეპიზოდი კი ორგანიზატორებსაც არ გამორჩენიათ და გადამწყვეტ, მეოთხე მეოთხედში თოკოს ჩატენვა საუკეთესო მომენტების ხუთეულში შეიყვანეს.
ქართველის გარდა ასევე გამოყვეს:
იოანეს ვოიგტმენი (გერმანია)
თანასის ანტეტოტუმპო (საბერძნეთი)
ენტონი რენდოლფი (სლოვენია)
ხამარ უილსონი (ფინეთი)