LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი – „ზურაბიშვილის თამადობით მიბრძანდნენ და მტკიცებულებები წარადგინონ – გამომძიებელს ვერ მოუყვებიან სიზმრებს, ვერც აღქმებზე ილაპარაკებენ და ვერც იმას იტყვიან, რომ ცესკოს შედეგებზე წნევამ აუწიათ“

129
გურამ მაჭარაშვილი

აი, ბურთი და მოედანი – პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, ზურაბიშვილის თამადობით მიბრძანდნენ და არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინონ! ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის თავხედური შეურაცხყოფა ვინმეს გავუტაროთ! – ეს განცხადება დღეს პარლამენტში „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, საინტერესოა, „არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ რა მტკიცებულებებს მიიტანს “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და რა არგუმენტებით დაადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია”.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თავად ოპოზიცია საუბრობდა, რომ არჩევნების გაყალბების შანსი არ არსებობდა და იყო ნული.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, თუ აქვთ რაიმე მტკიცებულება, წარმოედგინათ და საზოგადოება ნახავდა, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე საუბრობდნენ გაყალბებასთან დაკავშირებით.

მათ იმდენჯერ არასწორად და არაგუმენტირებულად თქვეს, რომ 300 ათასი და 400 ათასი ხმა გაყალბდა, ცესკოს მიმართვის საფუძველზე პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება და აგერ ბურთი და მოედანი – ზურაბიშვილის თამადობით მიბრძანდნენ და წარადგინონ მტკიცებულებები!

გამომძიებელს ვერ მოუყვებიან სიზმრებს, ვერც აღქმებზე ილაპარაკებენ და ვერც იმას იტყვიან, რომ ცესკოს შედეგებზე წნევამ აუწიათ. იქ მტკიცებულებები უნდა მიიტანონ. ამის შემდეგ ნახავს ქართული და საერთაშორისო საზოგადოება, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე საუბრობენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

ხომ ამბობენ, რომ გაყალბების დამადასტურებელი ზღვა მასალა აქვთ – ამ ზღვა მასალიდან ტბის მასალა მაინც მიიტანონ, რათა ხალხმა ნახოს, რის საფუძველზე ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

ამის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდება ყველა, რომ ეს ხალხი იტყუება და ბოდიშების მოხდა მოუწევთ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„პრეზიდენტი გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში“ – არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, ცესკოს მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

„პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით“.

პროკურატურამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 26 ოქტომბრის არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოკითხვაზე დაბარებულია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის. საგამოძიებო უწყების ცნობით, ზურაბიშვილის გამოკითხვა 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g