LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა… გარე ჩარევის მიზანი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვება“ – ირაკლი კობახიძე

130
ირაკლი კობახიძე (1)

„რაც შეეხება დასავლეთის სახელმწიფოების პოზიციას, თქვენ იცით, რომ ეს არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა. ამ გარე ჩარევის მიზანი იყო, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვება. ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა, ამ ახალ რეალობაზე და ეს გადაწყობა აუცილებლად მოხდება” – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მაშინვე გადაიტვირთება და ამის შემდეგ უკვე სრულად აღდგება ურთიერთობებში სამართლიანობა“:

„რაც შეეხება დასავლეთის სახელმწიფოების პოზიციას, თქვენ იცით, რომ ეს არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა. ამ გარე ჩარევის მიზანი იყო, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვება. ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა, ამ ახალ რეალობაზე და ეს გადაწყობა აუცილებლად მოხდება.

ამ არჩევნების შემდეგ, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რაც, ვფიქრობ, მოხდება ძალიან მალე, მომავალ წელს, შესაძლოა, ეს მოხდეს იანვარ-თებერვალში, ან რამდენიმე თვის შემდეგ. როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მაშინვე გადაიტვირთება და ამის შემდეგ უკვე სრულად აღდგება ურთიერთობებში სამართლიანობა.

გახსოვთ, რომ ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინაში, მანამდე ასეთი პრობლემები, გაუგებრობები არ არსებობდა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, გაჩნდა ეს გაუგებრობები. როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე ეს გაუგებრობები გაქრება და შესაბამისად, აღდგება სამართლიანობა და აღდგება ჯანსაღი ურთიერთობები.

სანქციებს რაც შეეხება, იცით, რომ ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს, რომ შეუერთდეს სანქციებს და დააწესოს რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას. ჩვენ რომ ეს გაგვეკეთებინა, დღეს აქ ჰიდროელექტროსადგურს კი არ გავხსნიდით, გვექნებოდა საერთოდ სხვა ვითარება, რაც მუშაობდა, ისიც გაჩერდებოდა. პირველივე წელიწადს მინიმუმ 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა. ამას ითხოვს ევროპარლამენტი ღიად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g