„სალომე ზურაბიშვილს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება – ჩვენ ნებისმიერ ზეწოლას და ჩარევას მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში და ქართველი ხალხის ნების დაცვაში, აღვკვეთთ ნებისმიერი ფორმით, რომელიც საჭიროა“ – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გვარამიას განმარტებით, ქვეყანაში მიდის ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისთვის.
მანვე ყურადღება გაამახვილა აქციებზე:
„მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხი რომ არ იყოს, კეთილი ინებოს, მიბრძანდეს და ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები წარადგინოს… თუ მართლა, ვინმემ არჩევნები გააყალბა, რაც წარმოუდგენელია, ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“ – კალაძე პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებაზე
დედაქალაქის მერის თქმით, „ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ ცრუ კამპანიას და სიყალბეს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცამ არჩევნები გააყალბა, რაც თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა“.
„ქუჩა არის მთავარი და შესაძლოა, ერთადერთი ფორმატი პოლიტიკური პროცესების სწორად მართვის, როცა არის ხელისუფლება უზურპირებული და როცა ყველა სხვა უფლება წართმეულია. ქუჩა არ გულისხმობს ძალადობას, მაგრამ ასევე ყოველთვის არ გულისხმობს კონცერტებს, ზეიმს და სხვა ტიპის ღონისძიებებს.
ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ ახლა არ გვაქვს სტიქიური გადაწყვეტილებების უფლება. ჩვენი გადაწყვეტილებები იქნება გონიერი, გონივრული, დაგეგმილი და ხაზს ვუსვამ, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ვიბრძვით სამშობლოს გადარჩენისთვის,“ – განაცხადა გვარამიამ.